მოგწონთ ინტერფარმის ახალი საიტი?
2010–2011 სასწავლო წელს უნივერსიტეტი ~ინტერფარმი+~ გახდა უმაღლეს საგანმანათლკებლო დაწესებულებათა ევროპული ასოციაციის (European Association of Institutions in Higher Education _ EURASHE) სრულუფლებიანი წევრი.
გაწევრიანების შემდეგ ~ინტერფარმი+~–ის გენერალური დირექტორი ჯუმბერ სილაგაძე მიწვეული იყო ბრიუსელში ასოციაციის საბჭოს სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2011 წლის 5 თებერვალს. პროფ. ჯ. სილაგაძემ სიტყვით გამოსვლისას მიმოიხილა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა და წარადგინა უნივერსიტეტი ~ინტერფარმი+~. მიღებული იქნა გადაწყვეტილება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
2011 წლის 31 მარტს–1 აპრილს ნიცაში ჩატარდა საზოგადოების კონფერენცია, სადაც განიხილებოდა პროფესიული განათლების აქტუალურის საკითხები. კონფერენციაში კვლევ მონაწილეობდა პროფ. ჯ. სილაგაძე. მას თხოვნით მიმართეს კონფერენციის ორგანიზატორებმა, რათა ასოციაციას გააცნოს ~ინტერფარმი+~–ის წინადადებები პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
უნივერსიტეტი მუშაობას წინადადებათა პაკეტზე და შედეგებს წარუდგენს EURASHE–ს საბჭოს.