სტუდენტები

2004-2005, 2005-2006 სასწავლო წლებში უნივერსიტეტში მისაღები კონტიგენტი განისაზღვრული იყო 20 სტუდენტით.

2006-2007 სასწავლო წლისათვის მისაღები კონტიგენტი განისაზღვრა 23 სტუდენტით.

2008-2009 სასწავლო წლისათვის მისაღები კონტიგენტი განისაზღვრა 50 სტუდენტით.

2009-2010 სასწავლო წლისათვის მისაღები კონტიგენტი განისაზღვრა 60 სტუდენტით.

2010-2011 სასწავლო წლისათვის მისაღები კონტიგენტი განისაზღვრა 200 სტუდენტით.

უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტების სწავლისა და სამეცნიერო მუშაობისათვის. ამ მიზნით პერიოდულად ხდება კომპიუტერული ტექნიკის განახლება; ბიბლიოთეკის - როგორც წიგნების და პერიოდიკის, ასევე ელექტრონული ვერსიების შევსება/განახლება.

2007 წლის გაზაფხულზე ჩატარდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი თემატიკის მომცველი მოხსენებები, რომლებიც  უხვად იყო გაფორმებული სტუდენტების მიერ მომზადებული თვალსაჩინოებით - სქემები, სურათები და ა.შ. მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად ჩატარდება ყოველ სასწავლო წელს.

ფარმაციის დარგის საგანმანათლებლო პროგრამებში, გარდა სტანდარტული დისციპლინებისა, გათვალისწინებულია სახალხო მედიცინის მდიდარი ტრადიციების გამოყენება, სტუდენტთა ჩართვა მცენარეული საფარის შემსწავლელ ექსპედიციებში, რაც ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას და სწავლის პროცესსაც უფრო საინტერესოს გახდის.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადების მიზნით ვგეგმავთ სასწავლო პროგრამებში გათვალისწინებული იქნას ფარმაცევტული ფირმების მოთხოვნები, რის საფუძველზეც სტუდენტთა სწავლება მოხდება მიზანმიმართულად, პოტენციური დამსაქმებლის აზრზე დაყრდნობით და მათთან შეთანხმებით. ამის განსახორციელებლად შემუშავებულია ინდივიდუალური პროგრამები ფარმაცევთული ფირმების მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც ჩვენს სტუდენტებს მისცემს საშუალებას, უკვე სწავლის ადრეულ  ეტაპზე ჩაერთონ ფირმის საქმიანობაში, ადგილზევე  აითვისონ დარგის სპეციფიკა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ საქმიანობაში; წარმატებით გაიარონ ყველა დონის პრაქტიკა. გვაქვს საქმიანი წინადადებები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

sistemaსისტემაში შესვლა
bmulebiსასარგებლო ბმულები
artmedia