ბიბლიოთეკა

უნივერსიტეტს აქვს საზოგადოების ბალანსზე რიცხულიბიბლიოთეკა, სადაც არის წიგნსაცავი და მისგან გამიჯნული სამკითხველო დარბაზი; ბიბლიოთეკაში დაცულია სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შესაბამისი 4099 სახელმძღვანელო, სპეციალური პერიოდიკა - აშშ და ევროპის უახლესი გამოცემის პრესტიჟული ჟურნალები, აგრეთვე ელექტრონული სახელმძღვანელო და დამხმარე ლიტერატურა. გარდა ამისა, უნივერსიტეტი წლების განმავლობაში თავად გამოცემს ყოველკვარტალურ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალს ”ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” რომელიც აღიარებულია სესის მიერ მასში სადისერტაციო ნაშრომების განსათავსებლად და დიდ ინტერესს იწვევს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოელ მეცნიერთა შორის. ბიბლიოთეკაში არსებობს საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული კატალოგი. ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (1000-1800სთ).

წიგნების ელექტრონული ვერსია


http://Interpharm.edu.ge/uploads/files/5116წიგნების სია.xls

http://Interpharm.edu.ge/uploads/files/3257წიგნების სია 2.xls

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

1.   ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტი "ინტერფარმი+"-ის სტრუქტურული ერთეული, რომლის დანიშნულებაა სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების უზრუნველყოფა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების შესაბამისი ლიტერატურით.

2.   ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვთ სამივე საფეხურის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და მოწვეულ პედაგოგებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს.

3.   ბიბლიოთეკის ფონდი შედგება როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონულ მატარებლებზე განთავსებული ვერსიებისაგან.

4.   ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას ყველა მსურველისათვის.

5.   ბიბლიოთეკის განკარგულებაშია პრინტერი და ქსეროქსის აპარატი, რომლებიც ხელმისაწვდომია მსურველებისათვის დადგენილი წესით.

6.   ბიბლიოთეკასთან არსებობს სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი, რომელშიც შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა მუშაობისათვის.

7.   ბიბლიოთეკარის მოვალეობებია:

     ბიბლიოთეკისა და სამკითხველო დარბაზის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

     ბიბლიოთეკის წიგნადი და არაწიგნადი ფონდის აღრიცხვა;

     საბიბლიოთეკო პრინციპების შესაბამისი კატალოგის შექმნა და დროული განახლება;

     ინვენტარის წიგნის წარმოება;

     მკითხველთა ბარათების წარმოება;

     ახლად შეძენილი ლიტერატურის აღრიცხვა;

     კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო და გასამრავლებელი საშუალებებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

8.  ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა, 10-დან 18 საათამდე.

sistemaსისტემაში შესვლა
bmulebiსასარგებლო ბმულები
artmedia