მოგწონთ ინტერფარმის ახალი საიტი?
უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
- პროფესიული განათლების IV, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში _ V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებში კომპეტენციის მინიმალური ზღვარის გადალახვა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის _ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების დამადასტურებელი (სრული ზოგადი განათლების ექვივალენტური) დოკუმენტის ფლობა;
- პროფესიული განათლების III საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა საქართველოში მიღებული საბაზო ან სრული ზოგადი განათლება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის _ უცხო ქვეყანაში მიღებული შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა;
- პროფესიული განათლების თითოეულ საფეხურზე ჩარიცხვის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების აღიარება.
ბაკალავრიატი
• ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ან მასთან გათანაბრებული პირები გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
• ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისათვის შეიძლება ჩაითვალოს უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამით დაგროვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
• დიპლომირებული სპეციალისტის ბაკალავრიატში ჩარიცხვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მაგისტრატურა
• მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური (ან მათთან გათანაბრებული) ხარისხის მქონე პირები.
• პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა ერთიანი სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის მოპოვება.
• მაგისტრანტის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება სპეციალობაში.
აკადემიური დავალიანების აღდგენის წესი
უნივერსიტეტში დანერგილია სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შეფასების ტრანსფერისა და დაგროვების (ECTS) კრედიტების აღდგენის შემდეგი პირობები:
1. საბოლოო გამოცდაზე FX (ვერ ჩააბარა) შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფლება ეძლევა განმეორებით იმავე სესიის განმავლობაში (არანაკლებ 10 დღის ინტერვალით) ჩააბაროს აღნიშნული საგანი;
2. განმეორებით გამოცდაზე კვლავ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტს მოუწევს საგნის ხელახლა შესწავლა შესაბამისი კრედიტების აღდგენით;
3. ორი საგნის დარჩენის შემთხვევაში სტუდენტი გადაყვანილ იქნება მომდევნო კურსზე და დარჩენილი საგნების განმეორებით შესწავლის და შესაბამისი კრედიტების აღდგენის უფლება ეძლევა მიმნდინარე სასწავლო წელს სწავლის პარალელურად;
4. ორზე მეტი საგნის დარჩენის შემთხვევაში სტუდენტი დარჩება იგივე კურსზე, განმეორებით შეისწავლის დარჩენილ საგნებს და აღადგენს შესაბამის კრედიტებს; მას ჩაეთვლება წინა წელს ჩაბარებული საგნების კრედიტები, არ მოუწევს მათი ხელახლა გავლა და გადაიხდის მხოლოდ დარჩენილი საგნების კრედიტების საფასურს;
5. ერთსა და იმავე დისციპლინაში კრედიტების აღდგენა დასაშვებია მხოლოდ სამჯერ;
6. ერთი კრედიტის აღდგენისათვის სტუდენტყი გადაიხდის 25 ლარს;
7.ზემოაღნიშნული პირობების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერების საფუძველი.
სტუდენტის სტატუსის შეჩერების წესი
1. სტუდენტის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია 5 წლის ვადით. თუ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სტუდენტმა სტატუსის აღდგენა ვერ მოახერხა, მას სტატუსი უწყდება.
2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს:
• აკადემიური შვებულება, რომელიც სტუდენტს შეიძლება მიეცეს პირადი განცხადების საფუძველზე (ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლა, ოჯახის წევრებზე მეურვეობა და სხვა);
• სტუდენტის სისხლის სამართლებრივი დევნა (დაკავება) _ განაჩენის გარკვევამდე;
• სწავლის საფასურის გადაუხდელობა;
• სტუდენტის მიერ შინაგანაწესის და ხელშეკრულების პირობების დარღვევა.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის წესი
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
• უმაღლესი განათლების ნებისმიერი საფეხურის საგანმანათლებლი პროგრამის დასრულება;
• სტუდენტის პირადი განცხადება;
• ერთიანის ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების გაუვლელობა;
• სწავლის საფასურის გადაუხდელობა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში;
• სტუდენტის მიერ შინაგანაწესის და ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევა (განსაკუთრებულ შემთხვევაში);
• შეფასების მიღების მცდელობა მუქარით, შანტაჟით, თაღლითობით და სხვა მსგავსი მეთოდებით;
• სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი;
სტუდენტის სტატუსის აღდგენის წესი
სტუდენტის სტატუსის აღგდენა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სტუდენტის პირადი განცხადების განხილვისა და აღნიშნული მომართვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.
სტუდენტის მობილობის წესი
1. სტუდენტის მობილობის ძირითად წესებს განსაზღვრავს სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი შესაბამისი ნორმატიული აქტით.
2. მობილობის უფლა აქვს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, ან არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტს, ვის მიერ გავლილი სასწავლო პროგრამაც აკრედიტებულად ითვლება.
3. მობილობა ხორციელდება უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.
4. მობილობა ხორციელდება ყოველი სემესტრის დაწყების წინ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.
5. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
6. მობილობისთვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილების რაოდენობა გამოიყოფა უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში და ფიქსირდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე.
7. უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მომართვის შემდეგ განიხილება მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები უნივერსიტეტის გადაწყვეტილების პროექტთან ერთად წარედგინება სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრს დადგენილ ვადებში.
8. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს განსხვავება მობილობის მსურველის მიერ გავლილ და უნივერსტეტის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს შორის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება განსხვავებული დისციპლინების რაოდენობა და გონივრული ვადები, რაც უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში მიეცემა სტუდენტს აღნიშნული დისციპლინების ასათვისებლად და შეფასების მისაღებად.
9. ჩარიცხვა ხდება ცენტრის დადებითი დასკვნის საფუძველზე.
10. იმ შემთხვევაში, თუ მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა ვაკანტური ადგილების რაოდენობაზე მეტია, უნივერსიტეტი შეარჩევს ჩასარიცხ სტუდენტებს შიდა კონკურსის წესით.
საგანმანათლებლო პროგრამების აღიარება
1. უნივერსიტეტი ვალდებულია დაადგინოს მობილობის მსურველთა მიერ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულაბაში მიღებული შედეგების შესაბამისობა უნივერსიტეტის პროგრამებთან და მიიღოს მობილობის მსურველის მიერ მოპოვებული კრედიტების აღიარების გადაწყვეტილება.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვაობა სასწავლო დისციპლინების სახელწოდებებში, მათი შესაბამისობა დგინდება შინაარსობრივი შედარებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს განსხვავება ერთი სასწავლო დისცილინის ფარგლებში მობილობის მსურველის მიერ მოპოვებულ და უნივერსიტეტის სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კრედიტებს შორის, აღნიშნული კრედიტების აღიარება ხდება:
• დამატებითი გამოცდის გარეშე, თუ სხვა სასწავლებელში მობილობის მსურველის მიერ მოპოვებული კრედიტების რაოდენობა უნივერსიტეტის სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კრედიტებზე მეტია.
• დამატებითი გამოცდით (გასაუბრება, ტესტირება), თუ სხვა სასწავლებელში მობილობის მსურველის მიერ მოპოვებული კრედიტების რაოდენობა უნივერსიტეტის სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კრედიტებზე ნაკლებია.
4. შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება მოტივირებული გადაწყვეტილებით, რაც წარედგინება სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრს.
სტუდენტის მიერ დისციპლინების არჩევის წესი
• საქართველოს კანონმდებლობის თანახმად და სტუდენტისათვის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით უმაღლესი აკადემიური განათლების I საფეხურზე _ ბაკალავრიატში _ უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ძირითადი (major) და დამატებითი (minor) სპეციალობების კომბინაციას;
• ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს მოდელი, რომლის მიხედვით სტუდენტს შეუძლია დაეუფლოს ძირითად და ორიდან ერთ დამატებით სპეციალობას, რომელსაც თავად აირჩევს საკუთარი ინტერესების და სურვილის მიხედვით;
• ძირითადი სპეციალობის ხანგრძლივობაა 180 E ECTS, ხოლო თვითეული დამატებითი სპეციალობის ხანგრძლივობა _ 60 E ECTS;
• ამგვარად, სწავლის მანძილზე სტუდენტი დააგროვებს ბაკალავრიატის საფეხურისათვის აუცილებელ ჯამურ 240 E ECTS;
• სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიეცემა უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დიპლომი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით;
• დამატებითი სპეციალობა კვალიფიკაციისა და შესწავლილი დისციპლინების მითითებით სტუდენტს დაუფიქსირდება სტანდარტული ფორმის დიპლომის დანართში, რომელიც დიპლომის განუყოფელი ნაწილია და ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
• სამომავლოდ უნივერსიტეტი გეგმავს ძირითადი (major) და დამატებითი (minor) სპეციალობების სხაგავარ კომბინაციებსაც, კერძოდ: ძირითადი და ორი დამატებითი სპეციალობა ან ძირითადი, ერთი დამატებითი სპეციალობა და თავისუფალი კომპონენტები;
• ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სტუდენტისათვის შედგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვას;
• ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ფაკულტეტის დეკანი;
• სასწავლო პროცესის და მასთან დაკავშირებული საკითხების ზოგადი ხელმძღვანელობა ევალება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში
სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესი
• საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, სემესტრის (სასწავლო წლის) დასრულებამდე აცნობოს სტუდენტებს აღნიშნულის შესახებ;
• სტუდენტებს მიეცემათ სწავლის გაგრძელების საშუალება შიდასაუნივერსიტეტო ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამით, თუ იმ დროისათვის მსგავსი პროგრამები იმოქმედებს;
• იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების მომენტისათვის უნივერსიტეტში მსგავსი პროგრამები არ იმოქმედებს, სტუდენტებს მიეცემათ არჩევანი:
ა. განაგრძონ სწავლა უნივერსიტეტში არსებული სხვა საგანმანათლებლო პროგრამით განსხვავებული დისციპლინების (კრედიტების) ათვისებისათვის დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, რათა ხელი არ შეეშალოთ სწავლის პროცესში;
ბ. განაგრძონ სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი პროგრამის იდენტური საგანმანათლებლო პროგრამით.
• უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს სტუდენტებს სასწავლებლის მოძიებაში მობილობის წესით სწავლის გასაგრძელებლად იდენტური პროფილის ერთ ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმების საფუძველზე, რათა მათ მობილობის ფარგლებში გამოყონ ვაკანტური ადგილები ~უნივერსიტეტი ინტერფარმი+~-ის სტუდენტებისათვის;
• საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას და მისი შესრულების ვადებს უნივერსიტეტი მიღებისთანავე აცნობებს სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს და განათავსებს საკუთარ ვებ გვერდზე.