სტრუქტურა

საზოგადოების დამფუძნებელთა კრება

საზოგადოების გენერალური დირექტორი

გენერალური დირექტორის მოადგილე

 

უნივერსიტეტის სტრუქტურა

რექტორი

 რექტორს ირჩევს და ამტკიცებს საზოგადოების დამფუძნებელთა კრება და ანიჭებს მას წარმომადგენლობით უფლებამოსილებას უნივერსიტეტის მართვის ყველა ეტაპზე. რექტორი ნიშნავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის სამსახურებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. კონკურსის შედეგების საფუძველზე ნიშნავს აკადემიურ პერსონალს, რომელთაგან ირჩევა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. საბჭოს თავმჯდომარეა უნივერსიტეტის რექტორი.

აკადემიური საბჭო

 აკადემიური საბჭო განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების მიმდინარე და პერსპექტიულ გეგმებს, სასწავლო პროგრამებს, სასწავლო გეგმებს, სასწავლო პროგრამების სილაბუსებს. ამტკიცებს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

 ადმინისტრაციის ხელმძღანელი ადგენს დაწესებულების და ხელმძღვანელობს მას. პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე. ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

 უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ეფექტიანად მიმდინარეობას - ადგენს ლექცია-პრაქტიკულების, ლაბორატორიული მეცადინეობების, სხვადასხვა ტიპის პრაქტიკის ჩატარების განრიგს და აკონტროლებს მათი ჩატარების ვადებსა და ხარისხს.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

 შეიმუშავებს სწავლების ხარისხის ამაღლების საუნივერსიტეტო პოლიტიკას, ხარისხის შიდა და გარე შეფასების მექანიზმებსა  და ღონისძიებებს, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე. მონაწილეობს ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციისათვის თვითშეფასების პროცესის ორგანიზებაში. ხელს უწყობს სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვას.

სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური

 შეიმუშავებს და წარადგენს დასამტკიცებლად უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიან და პერსპექტიულ გეგმებს. ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტეგრაციას უმაღლესი განათლების საერთო ევროპულ სივრცეში და ბოლონიის პროცესის პრინციპების განხორციელებას. ამყარებს კონტაქტებს ევროპულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან და მონაწილეობს მათ მუშაობაში.

საფინანსო სამსახური

ბიბლიოთეკა

საქმეთა მმართველობა

სამეურნეო სამსახური

sistemaსისტემაში შესვლა
bmulebiსასარგებლო ბმულები
artmedia