ბაკალავრიატი

 

ბაკალავრიატის პროგრამით სწავლის მანძილზე სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 ECTS  კრედიტი. თითო სასწავლო წელს _ 60 კრედიტი, რაც მოიცავს სხვადასხვა დისციპლინაში როგორც სალექციო და პრაქტიკული (ლაბორატორიული), ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილ დატვირთვას.

საბაკალავრო პროგრამებში  თანამედროვე ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად გათვალისწინებულია ძირითადი და დამატებითი სპეციალობების შესწავლა. სტუდენტებს ორივე პროგრამის ფარგლებში ვთავაზობთ ორიდან ერთ–ერთ დამატებით სპეციალობას, რომელსაც თავად აირჩევს საკუთარი სურვილისა და ინტერესების შესაბამისად.

ძირითადი სპეციალობის დასაუფლებლად სტუდენტის დატვირთვა განისაზღვრება 180 ECTS, ხოლო დამატებითი სპეციალობებისათვის შემუშავებულია საგნობრივი პროგრამები 60 ECTS ხანგრძლივობით.აღნიშნული პროგრამების დანერგვა უფრო საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და ზრდის კურსამთავრებულის დასაქმების შანსს.

 

 საბაკალავრო პროგრამებია:

 

1. ძირითადი სპეციალობა (Major) _ ფარმაცია;

  • დამატებითი სპეციალობა (Minor) _ ესთეტიკური მედიცინა;
    • დამატებითი სპეციალობა (Minor) _ საერთაშორისო და სამკურნალო  ტურიზმის ადმინისტრირება. 

 

2. ძირითადი სპეციალობა (Major) _ საექთნო საქმე;

  • · დამატებითი სპეციალობა (Minor) _ ფიზიოთერაპია; 
  • · დამატებითი სპეციალობა (Minor) _ ნუტრიციოლოგია. 

 

sistemaსისტემაში შესვლა
bmulebiსასარგებლო ბმულები
artmedia