მაგისტრატურა

მაგისტრატურის პროგრამით სწავლის მანძილზე სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 ECTS კრედიტი; თითო სასწავლო წელს - 60 კრედიტი, რაც მოიცავს სხვადასხვა დისციპლინაში როგორც სალექციო-პრაქტიკული და დამოუკიდებელი, ასევე სამეცნიერო მუშაობისათვის საჭირო საათებს. სწავლის ფორმატი - ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა, დამოუკიდებელი მუშაობა, სემინარი (კოლოქვიუმი, პრეზენტაცია), ლაბორატორიული და/ან სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, საწარმოო და წინასადიპლომო პრაქტიკა.

მაგისტრატურაში სწავლისას სტუდენტი რეგულარულად უნდა ესწრებოდეს ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს; მონაწილეობდეს სემინარებში, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, პროფესიულ დისკუსიებში და სხვა სახის თემატურ განხილვებში; ამზადებდეს რეფერატულ ნაშრომებს შერჩეული თემატიკის მიხედვით. 

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტმა, როგორც წესი,  უნდა წარმოუდგინოს და მოახსენოს კომისიას სამაგისტრო ნაშრომი, რაც სპეციალობის მიხედვით დამამთავრებელ გამოცდასთან ერთად იქნება კურსდამთავრებულისათვის მაგისტრის აკაემიური ხარისხის მინიჭების საფუძველი.

სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენს ორიგინალურ სამეცნიერო ნამუშევარს, სადაც სალიტერატურო წყაროებიდან და საუწყებო მასალებიდან  მოპოვებული თავმოყრილი და განზოგადებული მონაცემები გამყარებულია დარგში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხის   პრაქტიკული გადაწყვეტის შედეგებით.

ნაშრომზე მუშაობა ითვალისწინებს პროფილური დისციპლინების ღრმა შესწავლას; სპეციალურ ლიტერატურაზე, ნორმატიულ აქტებზე, სასწავლო მეთოდიკაზე დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევის დახვეწას; დამატებით საგანმანათლებლო პროგრამებში მიღებული ცოდნის გამყარებას და სისტემატიზაციას; სიტუაციური ანალიზისა და სწორი გადაწყვეტილების უნარის ჩამოყალიბებას; სპეციალისტისათვის შემოქმედებითი მიდგომის ჩამოყალიბებას   მმართველობითი, საწარმოო, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მიმართ.

ნაშრომი იქმნება საკუთარი დაკვირვებებისა და გათვლების საფუძველზე ლიტერატურული წყაროების არგუმენტაციით, საუწყებო დოკუმენტების და სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემების გათვალისწინებით. ნაშრომი უნდა იყოს არანაკლებ ოცდაათი გვერდისა (A4 ფორმატი), შეიძლება შეიცავდეს ცხრილებს, გრაფიკებს, სხვადასხვა სახის ილუსტრაციებს. ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურა.

კურსდამთავრებულებს მიეცემათ უმაღლესი აკადემიური განათლების II საფეხურის - მაგისტრატურის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, სადაც მათ დაუფიქსირდებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ამჟამად უნივერსიტეტში დანერგილია შემდეგი სამაგისტრო პროგრამები:

 

  1. ფარმაცევტული ბიზნესის ორგანიზაცია და ეკონომიკა;
  2. ფარმაცევტული ანალიზი და წამალთა ხარისხის კონტროლი;
  3. ფარმაკოკოსმეტოლოგია და ესთეტიკური მედიცინა;
  4. ფარმაცევტული კოსმეტოლოგია - ბიზნეს ადმინისტრირება;
  5. საერთაშორისო და სამკურნალო ტურიზმის ბიზნესის ადმინისტრირება;
  6. საკურორტო, სასტუმრო და რესტორნების სერვისის ბიზნესის ადმინისტრირება.

 

 

 

sistemaსისტემაში შესვლა
bmulebiსასარგებლო ბმულები
artmedia